ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6720 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5553 ხმა
 
20:53 18.04.2024

ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 5,3%-ით გაიზარდა

14-01-2015

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

2014 წელს საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  903,5 ათასი ტონა, რაც 47,6 ათასი ტონით ანუ 5.3%-ით აღემატება 2013 წლის   იმპორტის მაჩვენებელს. მათ შორის, 2014 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  373,9  ათასი ტონა (2,6 ათასი ტონით ნაკლები წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 529,6  ათასი ტონა (50,2 ათასი ტონით მეტი 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით).

 

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2014 წელს საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 245,4 ათასი ტონა ანუ 65,6%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი - 119,7 ათასი ტონა ანუ 32,0%,  A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 8,8 ათასი ტონა ანუ 2,4%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) - 166,9 ათასი ტონა ანუ 31,5%, L-62 დიზელის საწვავი - 362,5 ათასი ტონა ანუ 68,5%.

 

ქვეყნების მიხედვით 2014 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან - 302,6  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 33,5%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: აზერბაიჯანი - 239,7 ათასი ტონა   - 26,5 %;  ბულგარეთი - 139,0 ათასი ტონა  - 15,4%;  საბერძნეთი - 99,1 ათასი ტონა- 11,0 %; რუსეთი - 51,9 ათასი - 5,7%,   თურქმენეთი - 47,4 ათასი ტონა  - 5,2%, ისრაელი - 23,7 ათასი ტონა ანუ 2,6% და სხვ.

 

რაც შეეხება გასული წლის დეკემბრის თვეს, ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  106,9 ათასი ტონა, რაც 37,1 ათასი ტონით აღემატება  ნოემბრის თვის მაჩვენებელს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დეკემბრის თვეში განხორციელდა იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა მთელი წლის განმავლობაში. მათ შორის, დეკემბრის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  38,4  ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 68,5  ათასი ტონა.

 

აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:

 

2014 წელს საქართველოში იმპორტირებულ იქნა 77,2  ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 5,7 ათასი ტონით აღემატება 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აქედან უმეტესი წილი - 93,4 % განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან. გასული წლის დეკემბრის თვეში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 7,5 ათასი ტონა, რაც 1,3 ათასი ტონით აღემატება ნოემბრის თვის მაჩვენებელს.

 

2014 წლის განმავლობაში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 17,0  ათასი ტონა, რაც 1,8 ათასი ტონით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს. მათ შორის, დეკემბრის  თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,2 ათასი ტონა.

 

2014 წელს საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 78,2  ათასი ტონა, რაც 10,3 ათასი ტონით ნაკლებია 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით.  მათ შორის, დეკემბრის  თვეში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა  12,3  ათასი ტონა.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.02  დოლარი/ბარელზე

- 0.08       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.34    დოლარი/ბარელზე

- 0.02

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE