ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6720 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5553 ხმა
 
11:18 19.04.2024

საწვავის იმპორტის მ/ წლის 6 თვის მაჩვენებელი 14,5%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს

06-07-2015

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 „მიმდინარე წლის ივნისის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  81,0 ათასი ტონა, რაც 0,1 ათასი ტონით აღემატება მაისის  თვის მაჩვენებელს.

მათ შორის, ივნისის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  40,7  ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 40,3  ათასი ტონა.

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2015 წლის ივნისის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 27,5  ათასი ტონა ანუ 67,6%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი - 12,2 ათასი ტონა ანუ 30,0%,  A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 1,0 ათასი ტონა ანუ 2,4%.

ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით მ/წლის ივნისის თვეში შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) - 23,2 ათასი ტონა ანუ 57,6%, L-62 დიზელის საწვავი - 17,1 ათასი ტონა ანუ  42,4%.

ქვეყნების მიხედვით 2015 წლის ივნისის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან - 32,2  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 39,8%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: ბულგარეთი - 20,4 ათასი ტონა  -25,2%;  აზერბაიჯანი  - 11,0 ათასი ტონა   - 13,6%;  რუსეთი - 7,8 ათასი ტონა - 9,6%; საბერძნეთი  - 6,8 ათასი ტონა - 8,4%, თურქმენეთი - 2,5  ათასი ტონა - 3,1% და ა.შ.

სულ 2015 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში   საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  450 ათასი ტონა, რაც 65,2 ათასი ტონით  ანუ 14,5%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს - 384,8 ათასი ტონა.

 მათ შორის, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  191,1  ათასი ტონა, რაც 19.2 ათასი ტონით აღემატება 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს - 171,9 ათასი ტონა. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 258,9  ათასი ტონა, რაც 46 ათასი ტონით მეტია 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით  - 171,9 ათასი ტონა.

აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:

მიმდინარე წლის ივნისის თვეში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 11,4  ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რომლის უმეტესი წილი - 91,2% განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან. სულ 2015 წლის 6 თვის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 33,6 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 0,1 ათასი ტონით აღემატება 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს - 33,5 ათასი ტონა.

მ/წლის ივნისის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,7 ათასი ტონა. სულ 2015 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 8.4 ათასი ტონა საცხებ-საპოხი მასალები, რაც 0,4 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს - 8,0 ათას ტონას.

2015 წლის ივნისის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 2,6 ათასი ტონა. სულ 2015 წლის 6 თვის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 23,8 ათასი ტონა საავიაციო ნავთი, რაც 4.9 ათასი ტონით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით - 28,7 ათასი ტონა.

 




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.02  დოლარი/ბარელზე

- 0.08       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.34    დოლარი/ბარელზე

- 0.02

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE