ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6722 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4096 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5554 ხმა
 
17:44 26.04.2024

აგვისტოს თვეში ყველა სახის ნავთობპროდუქტის იმპორტი გაიზარდა

10-09-2015

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 „მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  104,4 ათასი ტონა, რაც 12,3 ათასი ტონით აღემატება ივლისის თვის მაჩვენებელს.

მათ შორის, აგვისტოს თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  40,4 ათასიტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 63,9 ათასი ტონა.

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2015წლის აგვისტოს თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი -28,3 ათასი ტონა ანუ 70,0%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი - 11,6 ათასი ტონა ანუ 28,7%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,5 ათასი ტონა ანუ 1,3%.

ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით მ/წლის აგვისტოს თვეში შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) - 22,7 ათასი ტონა ანუ 35,5%, L-62 დიზელის საწვავი - 41,1 ათასი ტონა ანუ 64,3%.

ქვეყნების მიხედვით 2015 წლის აგვისტოს თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან - 34,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 33,0%-სშეადგენს. შემდეგ  მოდიან: აზერბაიჯანი - 29,6 ათასი ტონა-28,4%;  ბულგარეთი - 14,0 ათასი ტონა- 13,4%; თურქმენეთი - 12,9 ათასი ტონა- 12,4%, რუსეთი - 9,9 ათასი ტონა- 9,5%; საბერძნეთი - 3,9ათასი ტონა - 3,7%.

აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:

მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 12,1  ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რომლის უმეტესი წილი - 90,4% განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.

მ/წლის აგვისტოს თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 2,3 ათასი ტონა. მათ შორის ქვეყნების მიხედვით იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან, გერმანიიდან და თურქეთიდან.

2015 წლის აგვისტოს თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 11,4 ათასი ტონა. იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა  აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან - 6,3 ათასი ტონა.

ნავთობპროდუქტების იმპორტი კვლავინდებურად ზრდას განაგრძობს. ეს ზრდა ფიქსირდება არამარტო წინა თვესთან შედარებით არამედ გასული წლის ანალოგიურ პეროდთან შედარებითაც. უნდა ითქვას, რომ ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებით აგვისტო ეს არის ყოველთვის საწვავის მოხმარების პიკი, რადგან ზაფხულის პერიოდი დაკავშირებულია შვებულებებისა და დასვენების პერიოდთან რა დროსაც განსაკუთრებულად აქტიურია სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება. იმპორტის ზრდა ეს ნიშნავს მოხმარების ზრდას, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის. 

 

10.09.2015 




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

87.29  დოლარი/ბარელზე

+  0.18       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

84.19    დოლარი/ბარელზე

+ 0.07

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,31 ლარი

რეგულარი  3.12  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.34 ლარი

ევრო რეგულარი – 3.14 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.75 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.34  ლარი

ევრო რეგულარი – 3,20  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.43 ლარი

ევრო დიზელი –  3,33 ლარი

 

სუპერი – 3.77 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,37 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,27 ლარი

რეგულარი – 3.17 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,05 ლარი

ევრო რეგულარი – 2,85 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE