ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6719 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5553 ხმა
 
01:00 17.04.2024

ნავთობპროდუქტების იმპორტის სტატისტიკური მონაცემები

14-12-2015

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 „მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  91,3 ათასი ტონა. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  41,3  ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 50,0  ათასი ტონა.

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2015 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 32,2  ათასი ტონა ანუ 78,0%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი - 8,5 ათასი ტონა ანუ 20,6%,  A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,5 ათასი ტონა ანუ 1,2%.

ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით მ/წლის ნოემბრის თვეში შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) - 21,9 ათასი ტონა ანუ 43,8%, L-62 დიზელის საწვავი - 28,1 ათასი ტონა ანუ  56,2%.

ქვეყნების მიხედვით 2015 წლის ნოემბრის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან - 22,7  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 24,9%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: აზერბაიჯანი  - 19,2 ათასი ტონა (21,0%),   რუსეთი - 19,1 ათასი ტონა (20,9%), თურქმენეთი  - 14,2 ათასი ტონა (15,5%), საბერძნეთი - 9,9 ათასი ტონა (10,8%), ბულგარეთი -  6,2 ათასი ტონა (6,8%), სინგაპური - 0,06 ათასი ტონა (0,1%).

სულ 2015 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  939,9 ათასი ტონა, რაც 143,3 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მათ შორის, მ/წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  399,2  ათასი ტონა (63,8 ათასი ტონით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 540,7  ათასი ტონა (79,5 ათასი ტონით აღემატება 2014 წლის იანვარ-ოქტომბრის  თვეების მაჩვენებელს).

აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:

მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 2,7  ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რომლის უმეტესი წილი - 66,7% განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან. სულ 2015 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 79,8 ათასი ტონა.

მ/წლის ნოემბრის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,5  ათასი ტონა. სულ მ/წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 17,1 ათასი ტონა.

2015 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 5,1 ათასი ტონა. სულ 2015 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 57,2 ათასი ტონა.

 

 

14.12.2015




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.45  დოლარი/ბარელზე

+ 0.71       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.49    დოლარი/ბარელზე

+ 0.38

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE