ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6722 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4096 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5554 ხმა
 
10:07 25.04.2024

საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად იზრდება

12-07-2016

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

 „მიმდინარე წლის ივნისის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  104,9 ათასი ტონა, რაც 2,4 ათასი ტონით აღემატება მაისის თვის მაჩვენებელს. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  46,1  ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 58,8  ათასი ტონა.

 

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2016 წლის ივნისის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 34,0  ათასი ტონა ანუ 73,8%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი - 11,4 ათასი ტონა ანუ 24,7%, A-98 სუპერი მარკის  ბენზინი - 0,7 ათასი ტონა ანუ 1,5%.

 

ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით მ/წლის ივნისის თვეში შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 54,6 ათასი ტონა ანუ 92,9%, L-62 დიზელის საწვავი - 4,2 ათასი ტონა ანუ  7,1%.

 

ქვეყნების მიხედვით 2016 წლის ივნისის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან - 31,0  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,6%- შეადგენს. შემდეგ  მოდიან: რუსეთი  - 25,0 ათასი ტონა (23,8%), აზერბაიჯანი  - 22,1 ათასი ტონა (21,1%),  ბულგარეთი - 12 ათასი ტონა (11,4%), თურქმენეთი - 9,1 ათასი ტონა (8,6%), საბერძნეთი -  4,3 ათასი ტონა (4,1%), უკრაინა - 0,9 ათასი ტონა (0,9%), თურქეთი - 0,5 ათასი ტონა (0,5%) .

 

მიმდინარე წლის პირველი პირველი 6 თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი. კერძოდ, მან შეადგინა 519,3 ათასი ტონა, რაც 69,4 ათასი ტონით ანუ 14,3%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

 

ქვეყნების მიხედვით 2016 წლის იანვარ-ივნისის თვეებში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან - 174,0  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 33,5%- შეადგენს. შემდეგ  მოდიან: რუსეთი  - 121,9 ათასი ტონა (23,5%), აზერბაიჯანი  - 96,7 ათასი ტონა (18,6%),  ბულგარეთი - 57,7 ათასი ტონა (11,1%), თურქმენეთი - 34,5 ათასი ტონა (6,6%), საბერძნეთი -  28,7 ათასი ტონა (5,5%), უკრაინა - 2,8 ათასი ტონა (0,5%), თურქეთი - 2,5 ათასი ტონა (0,5%) და სხვა. 

 

საწვავის მოხმარების ზრდაზე გავლენა მოახდინა ერთის მხრივ იმან, რომ ბენზინის შედარებით დაბალი ფასის გამო ავტოგაზის მომხმარებელი ნაწილობრივ ისევ ბენზინის მოხმარებას დაუბრუნდა. მეორეს მხრივ, საწვავის მოხმარება პირდაპირ კავშირშია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების, ინფრასტრუქტურული პროექტების, მშენებლობის, სატრანზიტო გადაზიდვების ზრდასთან, ზოგადად ეკონომიკის გააქტიურებასთან; ასევე რეგულარურად ხდება მეზობელ ქვეყნებში საწვავის გადინება ჩვენთან არსებული დაბალი ფასის გამო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საწვავის გაზრდილი მოხმარების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტი გადასახადების სახით  უფრო მეტ თანხებს იღებს.

 

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს, იქიდან გამომდინარე, რომ წინ არის ზაფხულის პერიოდი, როდესაც ტრადიციულად ფიქსირდება საწვავის მოხმარების პიკი, ვინაიდან ამ პერიოდში იწყება შვებულებების სეზონი, რა დროსაც განსაკუთრებით აქტიურდება დიდ მანძილზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა და შედეგად, მეტი საწვავის მოხმარება. ჩვენი აზრით,  მიმდინარე ზაფხულში დსთ-ის ქვეყნებიდან და განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციიდან უნდა ველოდოთ დიდი ოდენობით ტურისტული ნაკადის შემოსვლას ავტომანქანებით. ასევე მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რაც ასევე ხელს უწყობს საწვავის მოხმარების ზრდას. შესაბამისად, უნდა ველოდოთ, მომდევნო თვეებში საწვავის მოხმარების ზრდას, რაც უდაოდ დადებითად იმოქმედებს როგორც ბიზნეს-ინდუსტრიის განვითარებაზე, ასევე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე.

 

აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:

 

მიმდინარე წლის ივნისის თვეში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 11,9  ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 2,9 ათასი ტონით აღემატება მაისის თვის მაჩვენებელს. სულ 2016 წლის 6 თვის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 48,0  ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 14,4 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

 

/წლის ივნისის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,6  ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.  სულ 2016 წლის 6 თვის განმავლობაში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 9,4  ათასი ტონა, რაც 1 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

 

2016 წლის ივნისის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 7,7 ათასი ტონა, რაც 3,7 ათასი ტონით აღემატება მაისის თვის მაჩვენებელს. სულ 2016 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 31,2  ათასი ტონა, რაც 7,4 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

87.29  დოლარი/ბარელზე

+  0.18       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

84.19    დოლარი/ბარელზე

+ 0.07

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,31 ლარი

რეგულარი  3.12  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.34 ლარი

ევრო რეგულარი – 3.14 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.75 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.34  ლარი

ევრო რეგულარი – 3,20  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.43 ლარი

ევრო დიზელი –  3,33 ლარი

 

სუპერი – 3.77 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,37 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,27 ლარი

რეგულარი – 3.17 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,05 ლარი

ევრო რეგულარი – 2,85 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE