ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6722 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4096 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5554 ხმა
 
00:58 24.04.2024

საწვავის ფასების მიმოხილვა ევროპის ქვეყნებსა და საქართველოში

22-11-2016

,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" განცხადებით:

 

ჩვენ მიმოვიხილავთ საწვავის ფასს ნოემბრის თვის შუა რიცხვების მდგომარეობით. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შემცირდა 0,02 ევროთი/ლიტრაზე და შეადგენს საშუალოდ 1,15 ევროს/ლიტრაზე.

 

ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნორვეგიაში, ნიდერლანდებსა და იტალიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.  კერძოდ, ნორვეგიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,77 ევროს (დაახლოებით 4,69 ლარი (საქართველოში არსებული დღევანდელი გაცვლითი კურსით), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,66 ევროს (დაახლოებით 4,40 ლარი), დიზელის საწვავი - 1,51 ევროს (დაახლოებით 4,00 ლარი); ნიდერლანდებში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,67 ევროს (დაახლოებით 4,42 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,59 ევროს (დაახლოებით 4,21 ლარი), დიზელის საწვავი - 1,26 ევროს (დაახლოებით 3,34 ლარი); იტალიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,65 ევროს (დაახლოებით 4,37 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,57 ევროს (დაახლოებით 4,16 ლარი), დიზელის საწვავი - 1,47 ევროს (დაახლოებით 3,89 ლარი).

 

ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,63 ევრო (დაახლოებით 1,67 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,55 ევრო (დაახლოებით 1,46 ლარი), დიზელის საწვავი - 0,52 ევროს (დაახლოებით 1,38 ლარი).

 

ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, როგორებიც არიან  სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდავეთი. კერძოდ, სომხეთში - 1 ლიტრი სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 0,77 ევროს (დაახლოებით 2,04 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,73 ევროს (დაახლოებით 1,93 ლარი), დიზელის საწვავი - 0,71 ევროს (დაახლოებით 1,88 ლარი);  აზერბაიჯანში -  სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,55 ევროს (დაახლოებით 1,46 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,51 ევროს (დაახლოებით 1,35  ლარი); დიზელის საწვავი - 0,32 ევროს (დაახლოებით 0,85 ლარი); უკრაინაში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,88 ევროს (დაახლოებით 2,33 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,84 ევროს (დაახლოებით 2,22 ლარი), დიზელის საწვავი - 0,75 ევროს (დაახლოებით 1,99 ლარი); მოლდავეთში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,76 ევროს (დაახლოებით 2,01 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,74 ევროს (დაახლოებით 1,96 ლარი), დიზელის საწვავი - 0,64 ევროს (დაახლოებით 1,69 ლარი).

 

რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, ჩვენთან ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები შეადგენს: სუპერი  ტიპის  ბენზინი - 1,89-2,06 ლარი პრემიუმი  ტიპის ბენზინი  -  1,79-1,89 ლარი;  რეგულარის  ტიპის  ბენზინი  1,59-1,79 ლარი დიზელი ლ-62 - 1,62-1,69 ლარი ევრო დიზელი  -  1,64-1,85  ლარი. ხოლო არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 5-10 თეთრით ნაკლებია ლიტრაზე.

 

ქვევით იხილეთ საწვავის ფასთა ცხრილი ევროპის რიგ ქვეყნებში ნოემბრის თვის შუა რიცხვების მდგომარეობით.

 

ქვეყანა 

ბენზინი 95 

ბენზინი 98 

დიზელი 

 რუსეთი

 0,55 ევრო (1,46 ლ)

 0,63 ევრო (1,67 )

 0,52 ევრო (1,38 )

 აზერბაიჯანი

 0,51 ევრო (1,35 ლ) 

 0,55 ევრო (1,46 ლ)

 0,32 ევრო (0,85 )

 უკრაინა

 0,84 ევრო (2,22 ლ)

0,88 ევრო (2,33 ლ) 

 0,75 ევრო (1,99 )

 სომხეთი

 0,73 ევრო (1,93 ლ)

 0,77 ევრო (2,04 ლ)

 0,71 ევრო (1,88 )

 მოლდავეთი

 0,74 ევრო (1,96 ლ)

 0,76 ევრო (2,01 ლ)

 0,64 ევრო (1,69 )

 ლატვია

 1,08  ევრო (2,86 ლ)

 1,13 ევრო (2,99 ლ)

 0,99 ევრო (2,62 )

 ლიტვა

 1,10 ევრო (2,91 ლ)

 1,17 ევრო (3,10 ლ)

 1,00 ევრო (2,65 )

 საბერძნეთი

 1,43 ევრო (3,79 ლ)

 1,58 ევრო (4,19 ლ)

 1,12 ევრო (2,97 )

 ნორვეგია

 1,66 ევრო (4,40 ლ)

 1,77 ევრო (4,69 ლ)

 1,51 ევრო (4,00 )

 ნიდერლანდები

 1,59 ევრო (4,21 ლ)

 1,67 ევრო (4,42 ლ)

 1,26 ევრო (3,34 )

 თურქეთი

 1,34 ევრო (3,55 ლ) 

 1,35 ევრო (3,58 ლ)

 1,17 ევრო (3,10 )

 იტალია

 1,57 ევრო (4,16 ლ) 

 1,65 ევრო (4,37 ლ)

 1,47 ევრო (3,89 )

 გერმანია

 1,31 ევრო (3,47 ლ) 

 1,40 ევრო (3,71 ლ)

 1,12 ევრო (2,97 )

 საფრანგეთი

 1,31 ევრო  (3,47 ლ)

 1,36 ევრო (3,60 ლ)

 1,14 ევრო (3,02 )

 ესპანეთი

 1,16 ევრო  (3,07 ლ)

 1,28 ევრო (3,39 ლ)

 1,04 ევრო (2,75 )




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

87.29  დოლარი/ბარელზე

+  0.18       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

84.19    დოლარი/ბარელზე

+ 0.07

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,31 ლარი

რეგულარი  3.12  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.34 ლარი

ევრო რეგულარი – 3.14 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.75 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.34  ლარი

ევრო რეგულარი – 3,20  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.43 ლარი

ევრო დიზელი –  3,33 ლარი

 

სუპერი – 3.77 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,37 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,27 ლარი

რეგულარი – 3.17 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,05 ლარი

ევრო რეგულარი – 2,85 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE