ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6720 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5553 ხმა
 
00:09 19.04.2024

2017 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი შემცირდა

15-01-2018

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

 ,,2017 წელს საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  1095,8 ათასი ტონა, რაც 133,8 ათასი ტონით ანუ 10,9%-ით ნაკლებია 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

 

მათ შორის, 2017 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  532,6  ათასი ტონა (კლება  წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 43,6 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 563,2 ათასი ტონა (კლება წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 90,2  ათასი ტონით) .

 

ბენზინის საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წელს საქართველოში იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 386,7  ათასი ტონა ანუ 72,6%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი - 137,5 ათასი ტონა ანუ 25,8%, A-98 სუპერი მარკის  ბენზინი - 8,4 ათასი ტონა ანუ 1,6%.

 

ქვეყნების მიხედვით 2017 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან - 305,7  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 27,9%- შეადგენს. შემდეგ  მოდიან: რუსეთი  - 223,6 ათასი ტონა (20,4%),  აზერბაიჯანი - 197,6 ათასი ტონა (18,0%),  ბულგარეთი  - 154,7 ათასი ტონა (14,1%), თურქმენეთი - 149,0 ათასი ტონა (13,6%); საბერძნეთი -  51,7 ათასი ტონა (4,7%), უკრაინა - 5,2 ათასი ტონა (0,5%).

 

მართალია, საწვავის იმპორტი შემცირებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმავე პროცენტული მაჩვენებლით შემცირდა საწვავის მოხმარება, ვინაიდან 2016 წლის დეკემბერში განხორციელდა საშუალოდ 70 ათასი ტონით მეტი პროდუქტის იმპორტი წინა წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით, რომელიც მოხმარებაში გავიდა უკვე 2017 წლის პირველ თვეებში. აღნიშნული დაკავშირებული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებასთან, რომელიც ეხებოდა საწვავზე აქციზის გადასახადის ზრდას. საწვავის მოხმარების შემცირება  ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში სწრაფად იზრდება ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობა.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.02  დოლარი/ბარელზე

- 0.08       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.34    დოლარი/ბარელზე

- 0.02

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE