ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:5300 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:3309 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:4349 ხმა
 
07:52 14.08.2022

საგზაო ბიტუმისა და გათხევადებული აირების მოხმარება მცირდება,საავიაციო ნავთის - იზრდება

07-12-2018

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

2018 წლის ნოემბრის თვეში  საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 9,0 ათასი ტონა, რაც 0,7 ათასი ტონით მეტია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან (8,3 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის  თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 92,6 ათასი ტონა, რაც 8,7 ათასი ტონით  ანუ 10,4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ქვეყნების მიხედვით, 2018 წლის 11 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 55,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 60,2%- შეადგენს. შემდეგ მოდის: საბერძნეთი - 28,7 ათასი ტონა (31,0%) და სხვა.

საავიაციო ნავთის იმპორტი და შესაბამისად, მოხმარება მნიშვნელოვნად იზრდება,  რაც დაკავშირებულია საქართველოში საერთაშორისო რეისების განმახორციელებელი საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების რეისების ზრდასთან, რომელიც  თავისთავად უკავშირდება  საქართველოში ვიზიტორებისა და ტურისტების  მატებას.

2018 წლის ნოემბრის თვეში  საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 10,4 ათასი ტონა, რაც 5,1 ათასი ტონით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელთან (15,5 ათასი ტონა) შედარებით. აქედან იმპორტის მთელი ოდენობა მოდის  ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე.

მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში  სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 93,6 ათასი ტონა, რაც 5,2 ათასი ტონით ანუ 5,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. აქედან იმპორტის 99,1% მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე.

სანავთობო ბიტუმი ძირითადად გამოიყენება გზების მშენებლობაში. იმპორტის კლება პირდაპირ უკავშირდება შედარებით ნაკლები მოცულობის საგზაო სამუშაოების შესრულებას გასულ წელთან შედარებით.

2018 წლის ნოემბრის თვეში  საქართველოში გათხევადებული აირების  პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 0,9 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით ნაკლებია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან (1,1 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის   თვეებში  გათხევადებული აირების  პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 12,8 ათასი ტონა, რაც 0,9 ათასი ტონით  ანუ 6,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

LPG გამოიყენება საყოფაცხოვრებო დანიშნულების მიზნით, ავტომობილების გამართვისათვის და სამრეწველო დანიშნულებით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საავტომობილო დანიშნულებით აღნიშნული პროდუქტის მოხმარება იზრდება იქიდან გამომდინარე, რომ წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ავტომობილების რაოდენობა (დაახლოებით 4 ათას ერთეულამდე), რომლებიც თხევად აირზე მოძრაობს და ამავე დროს გაზრდილია გაზგასამართი სადგურების რაოდენობა ქვეყანაში, საერთო ჯამში აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და მოხმარება მცირდება.

 

07.12.2018

 




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

99.60 დოლარი/ბარელზე

+ 2.20

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

94.34 დოლარი/ბარელზე

+ 2.41

 

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   4.20 ლარი 

პრემიუმი   3.90 ლარი

რეგულარი  3,65  ლარი

ევრო დიზელი  4.55 ლარი

დიზელი   4.50 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  4.24 ლარი

ეკოპრემიუმი –  4.05 ლარი

ევრო რეგულარი – 3.65 ლარი

ევრო დიზელი –4.57 ლარი

ეკო დიზელი – 4.63 ლარი

დიზელ ენერჯი –   4.52 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  4.15 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.85 ლარი

ევრო რეგულარი –  3.63 ლარი

ევრო დიზელი –4.42 ლარი

 

სუპერი –  4.29 ლარი

ევრო პრემიუმი – 4.09 ლარი

ევრო რეგულარი – 3,80 ლარი

efix ევრო დიზელი –4.57 ლარი

ევრო დიზელი –  4.50 ლარი

 

სუპერი – 4.19 ლარი

G-Force პრემიუმი –  3.89 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.69 ლარი

რეგულარი – 3.49 ლარი

ევრო დიზელი – 4.47 ლარი

დიზელი – 4.37 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3.59 ლარი

ევრო რეგულარი – 3,09 ლარი

ევრო დიზელი –4.45 ლარი

effect დიზელი –  4.33 ლარი

დიზელი –  4.10 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE