ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6722 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4096 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5554 ხმა
 
10:09 25.04.2024

2018 წელს საავტომობილო ზეთების ყველაზე მხვილი მომწოდებელი ირანია

24-01-2019

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

2018 წელს თვეებში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 18,8 ათასი ტონა, რაც 0,5 ათასი ტონით მეტია გასული წლის ანალოგიურაჩვენებელთან  (18,3 ათასი ტონა) შედარებით.

ქვეყნების მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 3,9 ათასი ტონა, შემდეგ მოდიან: თურქეთი - 3,45 ათასი ტონა, რუსეთი - 3,4 ათასი ტონა, გერმანია - 1, 8 ათასი ტონა, უკრაინა - 1, 0 ათასი ტონა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ქვეყნების მიხედვით ზეთების ყველაზე დიდი მომწოდებლები იყვნენ: რუსეთი - 3,9 ათასი ტონა, თურქეთი - 3,0 ათასი ტონა, ირანი - 2,5 ათასი ტონა, გერმანია - 2.0 ათასი ტონა.

შესაბამისად ირანი, რომელიც არ ითვლება ზეთების ტრადიციულ მწარმოებელ ქვეყნად, ჩვენთვის მთავარ   მომწოდებლად იქცა და მან იმპორტის მხრივ გაუსწრო ზეთის მწარმოებელ ისეთ ტრადიციულ  ქვეყნებს, როგორებიცაა გერმანია და თურქეთი. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ირანული ზეთი არის დაბალი ფასის თავის ხარისხიდან გამომდინარე და სწორედ ეს იყო განმსაზღვრელი იმისა, რომ ირანულ ზეთებზე მოხმარება გაიზარდა.

2018 წელს  საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 101.8 ათასი ტონა, რაც 5.8 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (96.0 ათასი ტონა).

ქვეყნების მიხედვით, 2018 წელს საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 57.2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 56,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: საბერძნეთი - 32.4 ათასი ტონა (31,8%), ეგვიპტე - 5.0 ათასი ტონა (4,9%), აზერბაიჯანი - 4.7 ათასი ტონა (4,6%), რუმინეთი - 2,5 ათასი ტონა (2,5%).

2018 წელს  საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 104,9 ათასი ტონა, რაც 0,8 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (104,1 ათასი ტონა). აქედან იმპორტის 98,9% მოდის  ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე.

2018 წელს საქართველოში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 14,9 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით (15,1 ათასი ტონა).




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

87.29  დოლარი/ბარელზე

+  0.18       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

84.19    დოლარი/ბარელზე

+ 0.07

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,31 ლარი

რეგულარი  3.12  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.34 ლარი

ევრო რეგულარი – 3.14 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.75 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.34  ლარი

ევრო რეგულარი – 3,20  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.43 ლარი

ევრო დიზელი –  3,33 ლარი

 

სუპერი – 3.77 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,37 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,27 ლარი

რეგულარი – 3.17 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,05 ლარი

ევრო რეგულარი – 2,85 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE