ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6722 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4096 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5554 ხმა
 
10:43 25.04.2024

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

11-04-2019

 

 

 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობის ფასი  ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე გაზრდილია საშუალოდ 14,4  დოლარით/ბარელზე ანუ 25,1%-ით და დღეისათვის შეადგენს 71,73 დოლარს/ბარელზე. განსაკუთრებით ფასების მკვეთრი მატება ფიქსირდება აპრილის თვის დასაწყისიდან.

 

ფასების ზრდას განაპირობებს მიმდინარე ეტაპზე რამოდენიმე ფაქტორი. მათ შორის, შეერთებული შტატების მიერ ირანისა და ვენესუელის მიმართ დაწესებული სანქციები, რამაც კონკრტული შედეგები უკვე გამოიღო კერძოდ, ირანში შემცირებულია ნავთობის ყოველდღიური მოპოვება  3,33 მლნ/ბარელიდან (ოქტომბრის თვე) - 2,71 მლნ/ბარელამდე (მარტის თვე), ხოლო ვენესუელაში  1,19 მლნ/ბარელიდან (ოქტომბრის თვე) – 890 ათასი/ბარელამდე (მარტის თვეში). ასევე ბოლო პერიოდში ლივიაში არსებული კონფლიქტური სიტუაცია და  „ოპეკი +“-ის შეთანხმება ნავთობის მოპოვების კვოტების  შემცირებასთან დაკავშირებით, რომელიც  საპროგნოზოზე მაღალი მაჩვენებლით სრულდება.

 

 

 

რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს ნავთობპროდუქტებზე  S&P Global Platts-ის მიხედვითრომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი, ის  ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად  იზრდება. კერძოდ,ბენზინის  ფასი წლის დასაწყისიდან გაზრდილია დაახლოებით 214,75$-ით/ტონაზე ანუ 45,4%-ით 688,0 დოლარამდე/ტონაზე, ხოლო დიზელის  ფასი გაზრდილია დაახლოებით 114,5$-ით/ტონაზე ანუ 22,6%-ით 620,50 დოლარამდე/ტონაზე.

 

აღსანიშნავია ასევე საქართველოს ეროვნული ვალუტის -ლარის  გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში, რომელთანაც პირდაპირ კავშირშია საცალო ქსელში არსებული საწვავის ფასი.  კერძოდ, წლის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,6727 ერთეულს და დღეისათვის მისი  გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენს 2,6912 ერთეულს.

 

რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელს, წლის დასაწყისიდან საწვავის ფასი შემცირებულია ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 15-20 თეთრით ლიტრაზე. კერძოდ, დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს  ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,22-2,32 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,32-2,42 ლარი/ლიტრაზე, სუპერი ტიპის ბენზინი - 2,43-2,52 ლარი/ლიტრაზე, ევრო დიზელის საწვავი - 2,49-2,62 ლარი/ლიტრაზე.

 

 

 




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

87.29  დოლარი/ბარელზე

+  0.18       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

84.19    დოლარი/ბარელზე

+ 0.07

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,31 ლარი

რეგულარი  3.12  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.34 ლარი

ევრო რეგულარი – 3.14 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.75 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.34  ლარი

ევრო რეგულარი – 3,20  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.43 ლარი

ევრო დიზელი –  3,33 ლარი

 

სუპერი – 3.77 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,37 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,27 ლარი

რეგულარი – 3.17 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,05 ლარი

ევრო რეგულარი – 2,85 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE