ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6720 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5553 ხმა
 
03:56 20.04.2024

ნავთობპროდუქტების ბაზრის წლის მნიშვნელოვანი მოვლენები

27-12-2019

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

2019 წელი ნავთობპროდუქტების ინდუსტრიისთვის შეიძლება შეფასებულ იქნეს როგორც დადებითი. თუმცა იყო რიგი გამოწვევები, რომლებიც გარკვეული სახის პრობლემებს უქმნიდა ინდუსტრიის განვითარებას.

 

მიმდინარე წელი ხასიათდებოდა ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორისათვის შემდეგი ტენდენციებით:

 

2019 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა  992,6 ათასი ტონა, რაც 1,6  ათასი ტონით ანუ 0,2%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (991,0 ათასი ტონა).

 

მიმდინარე წლის პირველი 8 თვის განმავლობაში დიზელის საწვავის იმპორტი კლებულობდა, რისი მიზეზიც ჩვენი აზრით გახლდათ ის, რომ ადგილობრივ ბაზარზე ამ პერიოდის განმავლობაში გაიზარდა აღურიცხავი დიზელის საწვავის მოცულობა ვინაიდან, ყველა ის ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც განსაზვღრავს ქვეყანაში დიზელის საწვავის მოხმარებას ძირითადად გაუმჯობესებულია კერძოდ, გაზრდილია საავტომობილო პარკი, სატრანზიტო გადაზიდვები (28,1%), ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ა.შ., თუმცა სექტემბრის თვიდან დაწყებული სტატისტიკა მნიშვნელოვნად გამოსწორდა. კერძოდ, 2019 წელს პირველი 8 თვის განმავლობაში დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 327,7 ათასი ტონა, რაც 42,9 ათასი ტონით ანუ 11.6%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (370,6 ათასი ტონა) შედარებით. ჯამში, 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში 40,6 ათასი ტონით მეტი დიზელის საწვავის იმპორტი განხორციელდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

 

ქვეყნების მიხედვით 2019 წლის 11 თვის განმავლობაში თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუსეთიდან - 297,6  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,0%- შეადგენს. შემდეგ  მოდიან: რუმინეთი - 276,6 ათასი ტონა (27,9%),  აზერბაიჯანი - 145,7 ათასი ტონა (14,7%) და სხვ.

 

აქვე უნდა შევეხოთ ადგილობრივი წარმოების მიერ ნედლი ნავთობის გადამუშავებას, რომელსაც ახორციელებს მხოლოდ ერთი ლიცენზირებული ნავთობგადამამუშავებელი საწარმო.  2019 წლის პირველ სამ კვარტალში გადამუშავდა 24538.5 ტონა ნავთობი, რომლის შედეგადაც მიღებულ იქნა:  ბენზინი -  692 ტონა; დიზელი - 10633.48  ტონა (ეს არის მთლიანი მოხმარების დაახლოებით 1%) და სხვ.

 

მიმდინარე წელს საქართველოში განხორციელდა სანავთობო ბიტუმის რეკორდულად მაღალი  მაჩვენებელი. კერძოდ, 2019 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 163,6 ათასი ტონა, რაც 70,0 ათასი ტონით ანუ 74,8%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (93,6 ათასი ტონა).  აღნიშნული დაკავშირებულია საქართველოში გზების მშენებლობის მოცულობის მნიშვნელოვან ზრდასთან. აქედან იმპორტის 85,3% მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე.

 

ასევე მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოში თხევადი აირის (LPG)  გამოყენება სავტომობილო გამართვისათვის როგორც ბენზინის ალტერნატივა. დღეისათვის საქართველოში ფიქსირდება 7000-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც თხევადი აირის აქტიური მომხმარებლები არიან და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება მათი რაოდენობა. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად მატულობს გასამართი სადგურების რაოდენობაც, რომლებიც ემსახურებიან ავტომობილების გამართვას. დღეისათვის თხევადი აირის გასამართი სადგურების რაოდენობა 200 ერთეულს აღემატება. აღნიშნული ინდუსტრიის განვითარებისათვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საგადასახადო ადმინისტრირების  კუთხით ვითარების გამოსწორება (რათა ყველა იხდიდეს გადასახადს), გასამართი სადგურების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვა, მომხმარებლისათვის ზუსტი მოცულობის პროდუქცის მიწოდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვინაიდან აღნიშნული პროდუქტი არის ნავთობპროდუქტი, მასზე უნდა დაწესდეს ხარისხობრივი სტანდარტი და ის სავალდებულო უნდა გახდეს, როგორც ეს არის ბენზინისა და დიზელის საწვავის შემთხვევაში.

 

2019 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 92,2 ათასი ტონა, რაც 0,4 ათასი ტონით  ანუ 0.4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (92,6 ათასი ტონა). ქვეყნების მიხედვით, 2019 წელს საავიაციო ნავთის იმპორტის 38,0% განხორციელდა თურქმენეთიდან, 31,2% - ეგვიპტიდან, 25,4% - თურქეთიდან და ა.შ. საავიაციო ნავთის იმპორტის კლება უკავშირდება საქართველო-რუსეთის ავიარეისების შეჩერებას. რომ არა რუსეთის მხრიდან ფრენების აკრძალვა, წლის დასაწყისიდან დაწყებული იმპორტის ზრდის პოზიტიური ტენდენცია კვლავ გაგრძელდებოდა.

 

ასევე გაზრდილია საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი, რომელმაც მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში შეადგინა 18,3  ათასი ტონა, რაც  0,7 ათასი ტონით  ანუ 4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (17,6 ათასი ტონა). ქვეყნების მიხედვით, 2019 წელს საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 4,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 24,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 3,5 ათასი ტონა (19,1%), რუსეთი -  2,8 ათასი ტონა (15,3%) და სხვ.

 

ასევე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური საქმიანობის დაწყება და განვითარება ინდუსტრიაში უპრობლემოდ შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ამის მაგალითია ის, რომ მიმდინარე ეტაპზე ფიქსირდება ავტოგასამართი სადგურების რეკორდულად მაღალი რაოდენობა. საქართველოში მოქმედი ავტოგასამართი სადგურების რაოდენობა 2019 წლის მდგომარეობით შეადგენს დაახლოებით 1150 ავტოგასამართი სადგური, მათ შორის არაბრენდირებული გასამართი სადგურები  შეადგენს დაახლოებით 550 ერთეულს.

 

ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში გადაუწყვეტავი იყო ნედლ ნავთობზე ბუნებრივი დანაკარგების საკითხი, რაც წარმოადგენდა მნიშვნელოვან პრობლემას საზღვაო - სანავთობო ტერმინალებისათვის.  მიმდინარე წელს კი მოხდა ამ მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა.

 

ასევე მიმდინარე წლის ბოლოს მოხდა დიზელის ხარისხობრივი ნორმების მოქმედი მოთხოვნების 1 წლით გადავადება. კერძოდ, 2021 წლის 1 იანვრიდან მკაცრდება დიზელის საწვავის ხარისხობრივი მოთხოვნები. საქართველოში დღეს მოქმედებს მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც დიზელის საწვავის შემადგენლობა უნდა აკმაყოფილებდეს „ევრო 4“-ის სტანდარტებს. დიზელის საწვავის ხარისხობრივი ნორმების მაჩვენებლები მომავალში კიდევ უფრო გაუმჯობესდება და ის გახდება ევრო 5-ის შესაბამისი. რაც შეეხება ბენზინის საწვავს, მისი შემადგენლობა ევრო 5-ის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.

 

მიმდინარე წელს აქტიურად მიმდინარეობდა კომპანიების მიერ ინფრასტრუქტურის მოდერნიზება. მნიშვნელოვანი მოვლენაა „თბილისი-სენაკი-ლესელიძის“ ავტომაგისტრალზე მულტიფუნქციური კომპლექსების გახსნა, რომლის მსგავსიც რეგიონში არ არსებობს.

 

სანავთობო ინდუსტრიისათვის პრობლემური  იყო ე.წ. „ოქროს სიის“ გაუქმება და ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში.

 

ნეგატიური მოვლენა იყო დღგ-ს ყალბი ანგარიშფაქტურების საქმე, რაც იწვევდა როგორც საბითუმო, ასევე  საცალო ქსელში ფასების ხელოვნურად შემცირებას. ეს კი  არაკონკურენტულ გარემოს ქმნიდა და აზარალებდა როგორც კეთილსინდისიერ მეწარმეებს, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტს.  აღნიშნული პრობლემა მიმდინარე ეტაპზე მოგვარებულია.

 

რაც შეეხება საწვავის ფასს, დღეისათვის საწვავის საცალო ფასები შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინის საწვავის ფასი შეადგენდა საშუალოდ 2,45-2,57 ლარს/ლიტრაზე (ზრდა წლის დასაწყისიდან დაახლოებით 16 თეთრით/ლიტრაზე), პრემიუმი ტიპის ბენზინის ფასი - საშუალოდ 2,59-2,65 ლარს/ლიტრაზე (ზრდა წლის დასაწყისიდან დაახლოებით 8-15 თეთრით/ლიტრაზე), ევრო 4 დიზელის საწვავის ფასი - 2,69-2,71 ლარს/ლიტრაზე (ზრდა წლის დასაწყისიდან დაახლოებით 18-29 თეთრით/ლიტრაზე), ევრო 5 დიზელის საწვავის ფასი - 2,66-2,79 ლარს/ლიტრაზე (ზრდა წლის დასაწყისიდან დაახლოებით 16-17 თეთრით/ლიტრაზე).

 

თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საერთაშორისო ფასები Platt’s-ის მიხედვით წლის დასაწყისიდან გაზრდილია: ბენზინის საწვავზე 121,50 დოლარით/ტონაზე 594,75 დოლარამდე, ხოლო დიზელის - 93,25 დოლარით/ტონაზე 599,25 დოლარამდე.

 

აქვე უნდა შევეხოთ ლარის გაცვლით კურსს დოლართან მიმართებაში. მიმდინარე წელს მოხდა ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დოლართან მიმართებაში. კერძოდ, დღეისათვის ლარის გაცვლითი კურსი შეადგენს 2,8694 ერთეულს, ხოლო წლის დასაწყისში ის იყო 2,6727 ერთეული. მიმდინარე წელს ლარის გაუფასურებას ნაწილობრივ  აბალანსებდა პერიოდულობით შემცირებული საერთაშორისო ფასი, რამაც საშუალება მისცა კომპანიებს, რათა მათ მიმდინარე წელს მეტნაკლებად სტაბილური ფასი შეენარჩუნებინათ.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.02  დოლარი/ბარელზე

- 0.08       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.13    დოლარი/ბარელზე

- 1.21

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE