ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6746 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4108 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5579 ხმა
 
04:01 19.06.2024

2019 წელს საქართველოში საწვავის იმპორტი კვლავინდებურად მაღალ ნიშნულზე იდგა

16-01-2020

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

2019 წლის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა  1096,0 ათასი ტონა, რაც 2,9  ათასი ტონით ანუ 0,26%-ით ნაკლებია 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით (1098,9 ათასი ტონა).

 

მათ შორის, 2019 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  544,3  ათასი ტონა (მატება გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 2,3 ათასი ტონით ანუ 0,42%-ით),  ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 551,7  ათასი ტონა (კლება გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 5,2 ათასი ტონით ანუ 0,93%-ით).

 

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2019 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 355,6  ათასი ტონა ანუ 65,3%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი - 176,9 ათასი ტონა ანუ 32,5%, A-98 სუპერი მარკის  ბენზინი - 11,8 ათასი ტონა ანუ 2,2%. გასულ წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია პრემიუმი ტიპის ბენზინის საწვავის იმპორტის წილობრივი მაჩვენებელი დაახლოებით 4%-ით რეგულარის ტიპის საწვავის იმპორტის შემცირების ხარჯზე.

 

ქვეყნების მიხედვით 2019 წლის განმავლობაში თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუსეთიდან - 329,9  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,1%- შეადგენს. შემდეგ  მოდიან: რუმინეთი - 300,0 ათასი ტონა (27,4%),  აზერბაიჯანი - 170,2 ათასი ტონა (15,5%), თურქმენეთი - 119,4 ათასი ტონა (10,9%);   ბულგარეთი  - 92,4 ათასი ტონა (8,4%), საბერძნეთი -  60,7 ათასი ტონა (5,5%), თურქეთი - 19,8 ათასი ტონა (1,8%) და სხვ.

 

წლის პირველ ნახევარში დიზელის საწვავის იმპორტის სტატისტიკა იყო უარყოფითი, მაგრამ ბოლო 5 თვის განმავლობაში ის გამოსწორდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ წესით ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი უნდა გაზრდილიყო ისევე როგორც სხვა სახის ნავთობპროდუქტების იმპორტი. ეს კი უნდა მომხდარიყო ძირითადად დიზელის საწვავის ხარჯზე, ვინაიდან ყველა ის ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც განსაზვღრავს ქვეყანაში დიზელის საწვავის მოხმარებას, ძირითადად გაუმჯობესებულია. კერძოდ, გაზრდილია საავტომობილო პარკი, სატრანზიტო გადაზიდვები (28,1%), ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ... მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრი ბაზარზე პერიოდულობით ჩნდება აღურიცხავი პროდუქცია, რაც არ იძლევა ამის საშუალებას.

 

რაც შეეხება ბენზინის საწვავს, მისი მოხმარება იზრდება იმის გათვალისწინებით, რომ იზრდება ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო პარკი. ბენზინის საწვავის ფასი ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებლებს აფიქსირებს, მაგრამ მისი იმპორტი და მოხმარება შეესაბამება ქვეყანაში არსებულ იმ ეკონომიკურ და სოციალურ რეალობას, რომლებიც განსაზღვრავენ საწვავის მოხმარების დონეს.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

82.62  დოლარი/ბარელზე

-  0.13       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

77.24    დოლარი/ბარელზე

-  0.10

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.72 ლარი 

პრემიუმი   3,34 ლარი

რეგულარი  3.15  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.75 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.37 ლარი

ევრო რეგულარი – 3.17 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.65 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.20 ლარი

ევრო რეგულარი –  3.02  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.77 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.38  ლარი

ევრო რეგულარი – 3,23  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.43 ლარი

ევრო დიზელი –  3,33 ლარი

 

სუპერი – 3.77 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,37 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,27 ლარი

რეგულარი – 3.17 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,05 ლარი

ევრო რეგულარი – 2,85 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE