ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6722 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4096 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5554 ხმა
 
23:31 25.04.2024

2020 წლის პირველ ნახევარში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა

14-07-2020

 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

2020 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 497,9 ათასი ტონა, რაც 3,6 ათასი ტონით ანუ 0,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (494,3 ათასი ტონა) შედარებით.

 

მათ შორის, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 244,1 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან - 259,7 ათასი ტონა - შედარებით 15,6 ათასი ტონით ანუ 6%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა -  253,8 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან - 234,6 ათასი ტონა - შედარებით 19,2 ათასი ტონით ანუ 8,2%-ით).

 

ქვეყნების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 176,0 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 35,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 90,2 ათასი ტონა (18,1%), აზერბაიჯანი - 88,8 ათასი ტონა (17,8%), თურქმენეთი - 50,3 ათასი ტონა (10,1%), ბულგარეთი - 36,6 ათასი ტონა (7,4%); საბერძნეთი - 21,4 ათასი ტონა (4,3%),    ყაზახეთი - 20,3 ათასი ტონა (4,1%), თურქეთი - 9,1 ათასი ტონა (1,8%), გაერთ. ემირ. – 1,5 ათასი ტონა (0,3%), ავსტრია - 1,3 ათასი ტონა (0,3%); შვეიცარია - 1,1 ათასი ტონა (0,2%); სინგაპური - 1,0 ათასი ტონა (0,2%); ჰონკონგი - 0,2 ათასი ტონა (0,1%).

 

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საწვავის იმპორტი გაიზარდა პანდემია Covid-19-სა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა შეზღუდვების მიუხედავად. ყოველივე ეს კი, ჩვენი აზრით, განპირობებულია იმით, რომ კარანტინი უფრო დიდი ხნით არ გაგრძელდა და რიგი ეკონომიკური დარგები შედარებით ადრე გაიხსნა.

 

საწვავის იმპორტის ზრდა ძირითადად განპირობებულია დიზელის საწვავის მატებით, რომელიც თავის მხრივ უკავშირდება როგორც აღურიცხავი და კონტრაბანდული პროდუქციის ხვედრითი წილის მინიმუმამდე დაყვანას, ასევე სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამას.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

87.29  დოლარი/ბარელზე

+  0.18       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

84.19    დოლარი/ბარელზე

+ 0.07

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,31 ლარი

რეგულარი  3.12  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.34 ლარი

ევრო რეგულარი – 3.14 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.75 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.34  ლარი

ევრო რეგულარი – 3,20  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.43 ლარი

ევრო დიზელი –  3,33 ლარი

 

სუპერი – 3.77 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,37 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,27 ლარი

რეგულარი – 3.17 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,05 ლარი

ევრო რეგულარი – 2,85 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE