ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:5300 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:3309 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:4349 ხმა
 
08:04 14.08.2022

დღის წესრიგში დგება დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტის მიღების გადავადების საკითხი

12-10-2020

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

2020 წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 807,5ათასიტონა, რაც 28,1 ათასი ტონით ანუ3,6%-ით მეტია  გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (779,4 ათასი ტონა) შედარებით.

ქვეყნების მიხედვით, 2020 წლის 9 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 250,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი (მხოლოდ დიზელის საწვავი) - 159,3 ათასი ტონა (19,7%),რუმინეთი - 152,9ათასი ტონა (18,9%),ბულგარეთი - 82,7 ათასი ტონა (10,3%); და სხვ.

2020 წლისიანვარ-სექტემბრისთვეებში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა388,0 ათასი ტონა, რაც 15,4 ათასი ტონით ანუ3,8%-ით ნაკლებია  გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (403,4 ათასი ტონა) შედარებით. აქედან იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 151,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 39%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 96,9ათასი ტონა (25%),ბულგარეთი - 62,3 ათასი ტონა (16,1%); ყაზახეთი - 26,8 ათასი ტონა (6,9%),და სხვ.

მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 419,4 ათასი ტონა, 43,4ათასი ტონით ანუ11,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (376,0 ათასი ტონა) შედარებით. აქედან იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 159,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 38%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 99,5ათასი ტონა (23,7%),რუმინეთი - 56ათასი ტონა (13,3%),თურქმენეთი - 55,9 ათასი ტონა (13,3%),და სხვ.

თუმცა მომავალი წლიდან შესაძლებელია მოხდეს ზემოაღნიშნული იმპორტის სტატისტიკის კორექტირება ქვეყნების მიხედვით.

კერძოდ, როგორც ცნობილია, 2021 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც მკაცრდება დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლები  და ის გაუთანაბრდება ევრო 5-ის შესაბამისი სტანდარტის საწვავს.

მიმდინარე ეტაპზე საქართველოში ხდება როგორც ევრო 4, ასევე ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავის იმპორტი. კერძოდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ხორციელდება ევრო 4 სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავის იმპორტი.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, მიმდინარე წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ხორციელდებოდა არსებული ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების რეკონსტრუქცია-გადაირაღება, რის შემდეგაც მათ უნდა ეწარმოებინათ ევრო 5-ის  სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავი. ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების გადაიარაღება უნდა დასრულებულიყო 2020 წლის ბოლომდე. თუმცა COVID-19 ვირუსით გამოწვეულმა პანდემიამ, რომელიც განსაკუთრებული სიმძაფრით მიმდინარეობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, შეაფერხა ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების რეკონსტრუქცია-გადაიარაღების პროცესი და მისი დასრულების ვადა გადაიწია 2021 წლის ბოლოსთვის. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ისევ ხდება ევრო 4 სტანდარტის შესაბამისი გაუმჯობესებული დიზელის საწვავის წარმოება.

თუ 2021 წლიდან ამოქმედდება დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტი, ერთადერთი ქვეყანა ყველა იმ ქვეყნიდან, რომლებიც დღეს ახორციელებენ იმპორტს, საიდანაც დიზელის საწვავის იმპორტი ვეღარ განხორციელდება, იქნება აზერბაიჯანის რესპუბლიკა.

რაც შეეხება აზერბაიჯანული საწვავის  მნიშვნელოვანი წილით წარმოდგენას საქართველოს ბაზარზე, განპირობებულია იმით, რომ ის არის 10-15 თეთრით იაფი და  ასევე, საქართველოში დიზელის საწვავზე მომუშავე ავტოპარკის დაახლოებით 86% შეადგენს 10 წელზე მეტი ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელთა ძრავის მუშაობის პარამეტრიდან გამომდინარე, აზერბაიჯანული დიზელის საწვავის ხარისხი მათ სრულებით აკმაყოფილებს.

შესაბამისად, დღის წესრიგში დგება მთავრობის ახალი დადგენილების 1 წლით გადავადების საკითხი, რაც ავტომატურად გამოიწვევს იმას, რომ ბაზარზე კვლავინდებურად იქნება წარმოდგენილი მომავალ წელსაც  საქართველოს საიმედო სტრატეგიული პარტნიორის პროდუქტი. ამავდროულად, მეტად მნიშვნელოვანია შედარებით იაფი დიზელის საწვავის არსებობა ქვეყანაში, ვინაიდანდიზელის საწვავი გამოიყენება იმ პირთა მიერ, რომლებიც მონაწილეობენ ეკონომიკურ საქმიანობაში. კერძოდ, გადაზიდვები, დისტრიბუცია, მშენებლობა, ენერგეტიკა. მათ შორის, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირები და სხვ. შესაბამისად, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეთ წვდომა შედარებით იაფ პროდუქტზე, მით უმეტეს მიმდინარე ეტაპზე, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე  ფიქსირდება ქვეყანაში ეკონომიკის ვარდნა.

 

 

12.10.2020




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

99.60 დოლარი/ბარელზე

+ 2.20

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

94.34 დოლარი/ბარელზე

+ 2.41

 

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   4.20 ლარი 

პრემიუმი   3.90 ლარი

რეგულარი  3,65  ლარი

ევრო დიზელი  4.55 ლარი

დიზელი   4.50 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  4.24 ლარი

ეკოპრემიუმი –  4.05 ლარი

ევრო რეგულარი – 3.65 ლარი

ევრო დიზელი –4.57 ლარი

ეკო დიზელი – 4.63 ლარი

დიზელ ენერჯი –   4.52 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  4.15 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.85 ლარი

ევრო რეგულარი –  3.63 ლარი

ევრო დიზელი –4.42 ლარი

 

სუპერი –  4.29 ლარი

ევრო პრემიუმი – 4.09 ლარი

ევრო რეგულარი – 3,80 ლარი

efix ევრო დიზელი –4.57 ლარი

ევრო დიზელი –  4.50 ლარი

 

სუპერი – 4.19 ლარი

G-Force პრემიუმი –  3.89 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.69 ლარი

რეგულარი – 3.49 ლარი

ევრო დიზელი – 4.47 ლარი

დიზელი – 4.37 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3.59 ლარი

ევრო რეგულარი – 3,09 ლარი

ევრო დიზელი –4.45 ლარი

effect დიზელი –  4.33 ლარი

დიზელი –  4.10 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE