ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6720 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5553 ხმა
 
10:58 20.04.2024

საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი და მოხმარება იზრდება

08-04-2021

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

2021 წლის მარტის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,53 ათასი ტონა, რაც 0,34 ათასი ტონით ანუ 28,6%-ით მეტია თებერვლის თვის მაჩვენებელთან (1,19 ათასი ტონა) შედარებით და 0,45 ათასი ტონით ანუ 41,7%-ით მეტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,08 ათასი ტონა) შედარებით.

 

მათ შორის, მიმდინარე წლის მარტის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 0,25 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 16,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 0,24 ათასი ტონა (15,7%); ირანი - 0,23 ათასი ტონა (15,0%); გერმანია - 0,15 ათასი ტონა (9,8%)   და სხვ.

 

2021 წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 3,79  ათასი ტონა, რაც 0,44 ათასი ტონით ანუ 10,4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (4,23 ათასი ტონა) შედარებით.

 

2021 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 0,64 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 16,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 0,48 ათასი ტონა (12,7%); გერმანია - 0,43 ათასი ტონა (11,3%); ირანი - 0,43 ათასი ტონა (11,3%)  და სხვ.

 

მიუხედავად იმისა, რომ მარტის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი წინა თვესთან და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა, პანდემიის გავლენა პროდუქციის მოხმარებაზე კვლავინდებურად მნიშვნელოვანია. თუმცა სახეზე მაინც გვაქვს პოზიტიური დინამიკა მოხმარების ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი აზრით, მომავალ თვეებშიც კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის სრულყოფილმა აღდგენამ ხელი შეუწყო იმას, რომ ის კვლავინდებურად გამოჩნდა ძირითადი მომწოდებელი ქვეყნების ჩამონათვალში.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.02  დოლარი/ბარელზე

- 0.08       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.13    დოლარი/ბარელზე

- 1.21

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE