ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
2023 წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 8,93 ათასი ტონა, რაც 0,74 ათასი ტონით ანუ 9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (8,19 ათასი ტონა) შედარებით.
მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 1,97 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 22,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი - 1,72 ათასი ტონა (19,3%); გერმანია - 1,04 ათასი ტონა (11,6%), აზერბაიჯანი - 0,54 ათასი ტონა (6%); და სხვ.
2023 წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 45.9 ათასი ტონა, რაც 1.1 ათასი ტონით ანუ 2.3%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (47 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 51,2% (23,5 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 20,5% (9,4 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 19,2% (8,8 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან; 9,1% (4,2 ათასი ტონა) - თურქეთიდან.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
110.13 დოლარი/ბარელზე
+ 0.35
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
99.07 დოლარი/ბარელზე
+ 1.78
სუპერი – 4.62 ლარი
პრემიუმი – 4.31 ლარი
რეგულარი – 4.02 ლარი
ევრო დიზელი – 4.96 ლარი
დიზელი – 4.90 ლარი
გაზი – 1.60 ლარი
ეკო სუპერი – 4.68 ლარი
ეკოპრემიუმი – 4.39 ლარი
ევრო რეგულარი – 4.08 ლარი
ევრო დიზელი – 4.98 ლარი
ეკო დიზელი – 5.07ლარი
დიზელ ენერჯი – 4.93 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 4.60 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 4.25 ლარი
ევრო რეგულარი – 3.95 ლარი
ევრო დიზელი – 4.97 ლარი
სუპერი – 4.65 ლარი
ევრო პრემიუმი – 4.32 ლარი
ევრო რეგულარი – 4.02 ლარი
efix ევრო დიზელი – 4.99 ლარი
ევრო დიზელი – 4.92 ლარი
სუპერი – 4.69 ლარი
G-Force პრემიუმი – 4.39 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 4.09 ლარი
რეგულარი – 4.09 ლარი
ევრო დიზელი – 5.05 ლარი
დიზელი – 4.99 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE