ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6945 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4233 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5780 ხმა
 
04:04 29.09.2026

2021 წლის იანვარ-აპრილის თვეებში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის მაჩვენებელი ბოლო 3 წლის მაქსიმუმზეა

25-05-2021

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

2021 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 339,9 ათასი ტონა, რაც 27,0 ათასი ტონით ანუ 8,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (312,9 ათასი ტონა) შედარებით და 20,9 ათასი ტონით ანუ 6,5%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (319 ათასი ტონა) შედარებით.

 

მათ შორის,  2021 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 176,7 ათასი ტონამ ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 163,2 ათასი ტონა.

 

კატეგორიების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი  ტიპის ბენზინი - 114,6 ათასი ტონა (64,8%) ; A-95 პრემიუმი  ტიპის ბენზინი - 58,4 ათასი ტონა (33,1%); A-98  სუპერი  ტიპის ბენზინი - 3,7 ათასი ტონა (2,1%);

 

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 78,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 23,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 73,0 ათასი ტონა - 21,5%;  თურქმენეთი - 71,7 ათასი ტონა - 21,1%; აზერბაიჯანი - 56,8 ათასი ტონა - 16,7%; ბულგარეთი - 36,9 ათასი ტონა - 10,9%; საბერძნეთი - 11,1 ათასი ტონა - 3,3%; თურქეთი - 8,1 ათასი ტონა - 2,4%; ყაზახეთი - 2,5 ათასი ტონა - 0,7%...

 

ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ზრდა განპირობებულია ბევრი სხვადასხვა ფაქტორით. მათ შორის უმთავრესია, რომ მიმდინარე წელს მოსალოდნელზე უფრო მაღალი ტემპით მიმდინარეობს ეკონომიკის აღდგენის პროცესი. ასევე აღსანიშნავია, რომ გააქტიურებულია ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (11 ათასი ერთეულით ანუ 12,5%-ით) საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, რომლებიც მოიხმარენ დიზელის საწვავს.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

106.96 დოლარი/ბარელზე

+ 2.35

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

102.31  დოლარი/ბარელზე

+  2.26

 


საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი –  4.44 ლარი 

პრემიუმი –  4.02 ლარი

რეგულარი – 3.82  ლარი

ევრო დიზელი – 4.52  ლარი

დიზელი –  4.62 ლარი

გაზი – 1.60 ლარი

 

ეკო სუპერი –  4.42 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.99 ლარი

ევრო რეგულარი – 3,79 ლარი

ევრო დიზელი – 4.69 ლარი

ეკო დიზელი –  4.73 ლარი

დიზელ ენერჯი –   4.65 ლარი

გაზი – 1.64 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  4.40 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –  3.98  ლარი

ევრო რეგულარი –  3.78  ლარი

ევრო დიზელი –  4.67 ლარი

 

სუპერი –  4.44 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.99  ლარი

ევრო რეგულარი – 3,78  ლარი

efix ევრო დიზელი – 4.63 ლარი

ევრო დიზელი –  4.57 ლარი

 

სუპერი – 4.49 ლარი

G-Force პრემიუმი –  4.05 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.85 ლარი

რეგულარი – 3.85 ლარი

ევრო დიზელი –  4.65 ლარი

დიზელი –  4.55 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

 

 

  

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE

Design by SPAR.GE