ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4859 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:3000 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:3905 ხმა
 
03:38 05.07.2022

2016 წელს საქ-ში ყველა სახის ნავთობპროდუქტის იმპორტი გაიზარდა

06-02-2017

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: ,, 2016 წელს საქართველოში ბენზინი და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა  1229.6 ათასი ტონა, რაც 193.5 ათასი ტონით ანუ 18.7%-ით აღემატება 2015 წლის   იმპორტის მაჩვენებელს (1036.1 ათასი ტონა). მათ შორის, 2016 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 576.2 ათასი ტონა (135.2 ათასი ტონით ანუ 30,6%-ით აღემატება წინა  წლის მაჩვენებელს), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 653.4 ათასი ტონა (58.3 ათასი ტონით ანუ 9,8%-ით მეტი 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით).

 

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2016 წელს საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 399,6 ათასი ტონა ანუ 69,4%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი -  166,4 ათასი ტონა ანუ 28,9%,  A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 10,1 ათასი ტონა ანუ 1,7%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 593,0 ათასი ტონა ანუ 90,8%, L-62 დიზელის საწვავი - 59 ათასი ტონა ანუ 9,0%, DT – 1,5 ათასი ტონა ანუ 0,2%.

 

ქვეყნების მიხედვით 2016  წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან - 375 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,5%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: აზერბაიჯანი - 219,5 ათასი ტონა   –  17,9%;  რუსეთი - 218,8 ათასი –17,8%, ბულგარეთი - 162,9 ათასი ტონა  – 13,2%;   თურქმენეთი - 141,5 ათასი ტონა  – 11,5%,  საბერძნეთი - 70,3 ათასი ტონა–  5,7%; იტალია - 27,5 ათასი ტონა ანუ 2,2%, უკრაინა - 10,8 ათასი ტონა ანუ 0,9%, თურქეთი - 2,5 ათასი ტონა ანუ 0,2% და სხვ.

 

აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:

 

2016 წელს საქართველოში იმპორტირებულ იქნა 102,2 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 15,8 ათასი ტონით ანუ 18,3 %-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აქედან უმეტესი წილი -  79,5 % განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.

 

2016 წლის განმავლობაში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 19,7 ათასი ტონა, რაც 0,5 ათასი ტონით ანუ 2,6 %-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს.

 

2016 წელს საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 70,7 ათასი ტონა, რაც 6,1 ათასი ტონით ანუ 9,4 %-ით მეტია 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით. 

06.02.2017




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

116.26 დოლარი/ბარელზე

-  1.72

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

109.78 დოლარი/ბარელზე

-  1.98

 

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   4.20 ლარი 

პრემიუმი   3.95 ლარი

რეგულარი  3,70  ლარი

ევრო დიზელი  4.65 ლარი

დიზელი   4.55 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  4.20 ლარი

ეკოპრემიუმი –  4.10 ლარი

ევრო რეგულარი – 3.75 ლარი

ევრო დიზელი – 4.72 ლარი

ეკო დიზელი – 4.76 ლარი

დიზელ ენერჯი –   4.67 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  4.14 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.95 ლარი

ევრო რეგულარი –  3.70 ლარი

ევრო დიზელი – 4.62 ლარი

 

სუპერი –  4.15 ლარი

ევრო პრემიუმი –  4.10 ლარი

ევრო რეგულარი – 3,80 ლარი

efix ევრო დიზელი – 4.67 ლარი

ევრო დიზელი –  4.60 ლარი

 

სუპერი –  4.19 ლარი

G-Force პრემიუმი –  3.99 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.79 ლარი

რეგულარი – 3.59 ლარი

ევრო დიზელი – 4.72 ლარი

დიზელი – 4.62 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3.69 ლარი

ევრო რეგულარი – 3,19 ლარი

ევრო დიზელი –4.79 ლარი

effect დიზელი –  4.67 ლარი

დიზელი –  4.45 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE